„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ჩვენს მეგობრებს ხშირად ეშლებათ, საქართველოში ვიღაცის კაბინეტს პრეზიდენტი რომ აწერია, მართლა პრეზიდენტი ჰგონიათ.
სინამდვილეში, ამ ქვეყანაში ბოლო პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, რომელსაც დამოუკიდებელი ნება ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილი იმდენად არის პრეზიდენტი, რამდენადაც ასეთი უფლებამოსილება მისცეს „ქოცებმა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
კომენტარები