თურქეთის არმია და სირიის ოპოზიციის უკვე სრულად აკონტროლებენ სირიის ქალაქ ალ-ბაბს, – წერს სააგენტო Anadolu თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებმა, თურქი სამხედროების დახმარებით, მთლიანად გაათავისუფლეს ქალაქი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებისგან და განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს.
ქალაქ ალ-ბაბის შემოგარენში ბრძოლა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველად დასახლებული პუნქტის გაავისუფლების შესახებ 16 თებერვალს ითქვა, თუმცა ბრძოლები მას შემდეგაც გრძელდებოდა.
კომენტარები