ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ჩამოვარდნილი “მი-24”-ის ბორტზე მყოფი მეორე ქართველი მფრინავის ვინაობა ცნობილია. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვია. ამის შესახებ ინფორმაციას “იმედის დრო” ავრცელებს.
ვიაჩესლავ პლუჟნიკოვმა შემთხვევის დროს სხეულის დაჟეჟილობები მიიღო, ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს და გომას ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის.
ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი ენვერის საქმეზე 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, 2013 წელს მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა და საპყრობილიდან გათავისუფლდა. სავარაუდოდ, კონგოში სამუშაოდ პლუჟნიკოვი სწორედ ამ ფაქტის შემდეგ წავიდა.
კომენტარები