„საქართველოს შეიარაღებული ძალების მომარაგება, მისი აღჭურვა, ძირითადად, „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციით განისაზღვრება. ორიენტირი და შედეგი – პროდუქტი, რომელსაც „დელტა“ აწარმოებს იქნება, სწორედ, შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე ორიენტირებული მომავალში“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა.
„დელტას“ მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კარგი აღიარება აქვს და ამ მიმართულებით წარმოებას უწყებისგან ხელშეწყობა ექნება. „განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ლევან იზორიამ ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ინდივიდუალური შეიარაღებისა და ეკიპირების ნიმუშები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი, ასევე „დელტას“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მას მასპინძლობა „დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა კვარაცხელიამ და ცენტრის თანამშრომლება გაუწიეს. „დელტაში“ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები, პოლკოვნიკები – შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი იმყოფებოდნენ.
“დელტას“ წარმოება, ძირითადად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული”
2017/02/27 13:40:52
კომენტარები
ნანახია: 1441 ჯერ