რომის პაპმა ფრანცისკმა მრევლს მოუწოდა, თან ატარონ და ისეთივე თავდადებით იკითხონ ბიბლია, როგორც ამას საკუთარი მობილური ტელეფონების შემთხვევაში აკეთებენ.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მომლოცველების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, 80 წლის პაპმა იკითხა: „რა მოხდებოდა, ბიბლიისადმი ისეთივე დამოკიდებულება რომ გვქონდეს, როგორც – ტელეფონებისადმი?! თუკი ვიზრუნებდით, რომ ის ყოველთვის ჩვენთან ყოფილიყო?! თუკი წავიკითხავდით ღმერთის მესიჯებს ბიბლიაში ისევე, როგორც ვკითხულობთ მესიჯებს მობილურ ტელეფონებში?!“ – განაცხადა პაპმა.
პონტიფიკოსმა ამ შედარებას „პარადოქსული“ უწოდა და დასძინა, რომ ბიბლიის კითხვა ადამიანებს დაეხმარებოდა ყოველდღიური ცდუნებებისგან დაეღწიათ თავი.
კომენტარები