თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან შეთანხმებები შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიუსელი უარს იტყვის თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზე, – იუწყება სააგენტო Reuters.
CNN Turk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი ბრიუსელს დოკუმენტის საბოლოო ტექსტს წარუდგენს.
„ან ეს დოკუმენტი სრულად შესრულდება ან გაუქმდება, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და შეთანხმება მიგრანტებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
ევროკავშირმა და თურქეთმა 2016 წლის მარტში შეათანხმეს ერთობლივი გეგმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით. აღნიშნული ითვალისწინებს თურქეთში ყველა იმ არალეგალი მიგრანტის გაგზავნას, რომლებიც საბერძნეთში თურქეთის ტერიტორიიდან ჩავიდნენ.
კომენტარები