ჩეხეთის პრეზიდენტმა საკუთარ თავს ხუმრობით “კრემლის აგენტი” უწოდა. განცხადება მილოშ ზემანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ხომ იცით, რომ მე რუსეთის, ვლადიმერ პუტინის, ასევე ჩრდილო კორეის ლიდერის, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის და ისრაელის აგენტი ვარ,” – იხუმრა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ სინამდვილეში მხოლოდ ჩეხეთის ინტერესების გამტარებელია.
კომენტარები