საფრანგეთის პრეზიდენტის მოკავშირეები შიშობენ, რომ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ისინი კატასტროფამდე მიიყვანოს.
ამის შესახებ აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
გამოცემასთან საუბარში მაკრონის საპარლამენტო კოალიციის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მისი საარჩევნო კამპანიის პოსტერზე საფრანგეთს პრეზიდენტის სახე ნაჩვენები აღარ იქნება.
„ელისეს სასახლეს ნამდვილად არ ესმოდა „ანტიპრეზიდენტული“ განწყობა საფრანგეთში“, – განაცხადა მაკრონის „რენესანსის“ საპარლამენტო ჯგუფის წევრმა.
„პოლიტიკო“ გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომ ფრანგები თავიანთ პრეზიდენტს ქედმაღლად და ავტორიტარად მიიჩნევენ.
კომენტარები