საფრანგეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის, ფრანსუა ფიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის საფრანგეთის პარლამენტის წევრობის პერიოდში ოჯახის წევრებისთვის ფიქტიური ხელფასების გადახდაშია ეჭვმიტანილი.
ფიონი ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან სამსახურში საკუთარი ცოლი მოაწყო და მას ხელფასს უხდიდა მომსახურებაში, რომელსაც სინამდვილეში არ უწევდა.
1986-დან 2013 წლამდე პენელოპ ფიონმა ბიუჯეტიდან, ხელფასის სახით, ასობით ათასი ევრო მიიღო, საუბარია დაახლოებით 500 ათას ევროზე.
პენელოპ ფიონი აცხადებს, რომ ის მეუღლესთან კანონიერად მუშაობდა.
კომენტარები