უპრეცედენტო ქველმოქმედებით ცნობილმა ბიძინა ივანიშვილმა ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი.
უნიკალური ხელნაწერისადმი მაღალი საერთაშორისო ინტერესის მიუხედავად, იოანე ზოსიმეს მიერ, ქართულად გადაწერილი სახარება ყველაზე ძვირფასი რა თქმა უნდა საქართველოსთვის აღმოჩნდა და ცნობილი მწიგნობრის ხელნაწერებიდან სამშობლოსთვის პირველი ორიგინალის დაბრუნება შეძლო ბიძინა ივანიშვილმა.
ხელნაწერის არსებობა, რომელიც უკვე საქართველოს საკუთრებაა ბევრისთვის აქამდე უცნობი იყო. დღეს, პრაქტიკულად შეუძლებელია ამ უნიკალური ხელნაწერის სრული მარშრუტის დადგენა, რომელმაც მთელი 16 საუკუნე იმოგზაურა, უამრავი მფლობელი გამოიცვალა და საბოლოოდ ფრანგი მარტინ შოენის კოლექციაში აღმოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილის ამ უდიდესი ქველმოქმედებისთვის მადლობა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა გადაუხადა. „განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი საგანძურით გაამდიდრა. ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ“, – აღნიშნულია ილია მეორის განცხადებაში.
ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანა „იმედის კვირასთან“ მეცნიერებმა შეაფასეს. უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი აქტი – ნახეთ მარიამ ოშხნელის სპეციალური რეპორტაჟი.