აშშ და რამდენიმე წამყვანი მოკავშირე, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, აქტიურად განიხილავენ, თუ რამდენად მტკიცედ უნდა აიღონ ვალდებულება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ვაშინგტონში ალიანსის სამიტის ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
როგორც CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ს ევროპის რამდენიმე სახელმწიფო აკრიტიკებს იმის გამო, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს არ სურს ისე შორს წავიდეს ამ საკითხში, როგორც ზოგიერთს სურს.
აშშ-ისა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა შესთავაზეს, რომ ალიანსმა მომავალ თვეში სამიტზე დადოს პირობა, რომ უკრაინას აქვს „ხიდი“ ნატოში გაწევრიანების გზაზე.
CNN-ი აღნიშნავს, რომ მოკავშირეები უახლოეს დღეებში დეტალურად განიხილავენ უკრაინასთან დაკავშირებით სამიტის დეკლარაციის ფორმულირებას, რადგან ის ის მსოფლიოს, კერძოდ კი რუსეთს, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს დაუსახავს.