მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, ლიანდაგებში გადავარდა, კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ, მეტროსადგურ დელისამდეა შეჩერებული.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
კომენტარები
