ისრაელის მიერ ღაზის სამედიცინო კლინიკაზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად ღაზის საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ მოკლულია „ჰამასის“ შეიარაღებული ძალების მეთაური.
ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ჰანი ალ-ჯააფარავის დაღუპვით 500-ს მიაღწია სამედიცინო პერსონალის მსხვერპლის რიცხვმა. კიდევ 300-მდე კი დაკავებულია.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, სამიზნე იყო მოჰამად სალაჰი, რომელიც „ჰამასის“ სტრატეგიული შეირაღების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი.
კომენტარები