“მიუხედავად იმისა, რომ მე ვნახე 6 პოლიტიკური პარტიის დღევანდელი განცხადება, იქ კონკრეტულად არ წერია, რომ ახალ არჩევნებს ატარებენ თუ არ ატარებენ, მთავრობას როგორ იღებენ. უბრალოდ, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ამ თამაშს ერთად ვითამაშებთ”, – ასე შეაფასა “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელს 6 ოპოზიციური პარტია აწერს.
“ამ შეთანხმებასთან ვერანაირი შემხებლობა ვერ გვექნება, ჯერ ერთი, მათი არ გვესმის. ერთი ვერსიაა, “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზებაზე დათანხმება და ერთი სრული სია, მეორე ვერსიაა, “ნაციონალურ მოძრაობაზე” არ დათანხმება. შესაბამისად, ორივე ვერსია გვაწყობს, თუმცა, დროზე უნდა ქნან ეს ამბავი, რომ ნომერი მაინც იცოდეს ამომრჩეველმა. იცოდნენ მათ, რომ ეს პოლიტიკოსები ეთერებში რომ დადიან, რომელ პარტიას წარმოადგენენ”, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.