საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს პორტუგალიასთან ჩაატარებს. „ჯვაროსნებმა“ სრული შემადგენლობით დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი უკვე გაიარა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.
საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება.
კომენტარები