„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში დარჩება.
„კვარასთან არანაირი პრობლემა არ არის, რადგან კონტრაქტი გვაქვს“, – განაცხადა დე ლაურენტისმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ შევთავაზებთ ახალ კონტრაქტს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ“, – დასძინა მან.
მანამდე „ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში რჩება.
„[ხვიჩა კვარაცხელია] რჩება. რაღაც ეჭვებს ვგრძნობ. ვიმეორებ, არ უნდა გქონდეთ [ეს ეჭვები]. ამაზე ძალიან კატეგორიული ვიყავი“, – აღნიშნა ანტონიო კონტემ.
კომენტარები