საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და კრიშტიანუ რონალდუ თამაშის დასაწყისში ერთმანეთს მიესალმნენ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან მართავს, რომელსაც პლეი ოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული. ჩვენი გუნდი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით თამაშობს:
მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
კომენტარები