ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს, – განაცხადა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.
„საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ და მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს. ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან, ამიტომ ნახევარდაცვაში კომბინირებისას უდიდესი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.
კომენტარები