საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ტერორისტულ აქტთან გვაქვს საქმე. სხვა სიტყვა არ არსებობს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც კონვერტში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა.
კომენტარები