ნაკრები იზრდება, ფეხბურთელები უფრო წინ წაიწივნენ. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად არიან. განწყობა კარგი და ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს, – ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა გიორგი შაშიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა პორტუგალიასთან შემადგენლობა სწორად შეარჩია, ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც ნაკრების თამაშებს გერმანიაში ესწრებიან – „ჩვენ პირველ ადგილზე ვართ გულშემატკივრობაში“.
შაშიაშვილმა ესპანეთთან მატჩზეც ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ დამატებით დროში უნდა გადავიყვანოთ ეს თამაში და რაც შეიძლება დიდი ხანი არ უნდა გავუშვათ გოლი, არსად არ უნდა ვიჩქაროთ. ნერვების თამაშში უნდა ავიყოლიოთ. არის პატარა ხრიკები, რომლებითაც შეიძლება მოწინააღმდეგისთვის ნერვების მოშლა. რაც დრო გავა, ესპანეთი შეეცდება უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს შეტევაზე, მალე მივიდის კართან და ეს გვაძლევს შანსს, რომ მეტი შეცდომა დაუშვან ამ სისწრაფეში“, – განაცხადა შაშიაშვილმა.