უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მანდატის გახანგრძლივებას. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული მედია ავრცელებს.
ვიქტორ ორბანის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანონის უზენაესობა, მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულება, გამოიყენა როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი უნგრეთის წინააღმდეგ.
უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალისტებმა და ლიბერალებმა შექმნეს კოალიცია ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ლიდერების დასასახელებლად.
„ეს არის სიცრუის პარტიული კოალიცია“, – დასძინა მან.
კომენტარები