პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატზე მოგებული მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, ლუკა ლოჩოშვილმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„დავინახეთ, რომ შეგვიძლია პორტუგალიის დონის გუნდებთან ვითამაშოთ და მოვიგოთ. ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ეს მატჩი თითოეული მოთამაშისთვის დიდი გამოცდილება იყო, რამაც თავდაჯერება შეგვმატა.
თუმცა პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია. წინ ესპანეთთან მატჩია და ახლა ამ თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 30 ივნისს, კიოლნში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
კომენტარები