საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისშია. სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი ფეხბურთელები აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ მიხეილ მესხის სტადიონის ბაზაზე მივიდნენ.
მათ უკვე გააკეთეს პირველი კომენტარები. ეროვნული ნაკრების წევრები “კურიერთან” აცხადებენ, რომ მადლობას უხდიან ქომაგებს აეროპორტში განსაკუთრებული დახვედრისთვის და საოცარი მხარდაჭერისთვის.
სტადიონზე იმყოფებიან ასევე ფეხბურთელების ოჯახის წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები და ქომაგების მცირე ნაწილი.
“ძალიან მაგარი ემოციები გვაქვს და დიდი პატივია ყველასთვის. ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან დიდი მადლობა,” – ამბობს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი, ლუკა ლოჩოშვილი.
კომენტარები