ჩვენი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს გულშემატკივარს, – ასე უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას, უნდა ელოდოს თუ არა ქართველი გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ.
„დღეს ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, თუმცა ჩვენი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს გულშემატკივარს“, – აღნიშნა ზივზივაძემ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
კომენტარები