ისრაელის თავდაცვითი ძალების განახლებული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 რაკეტა და 20 დრონი გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვით ძალებში აღნიშნავენ, რომ რაკეტებისა და დრონების ნაწილი საჰაერო თავდაცვის მეშვეობით ჩამოაგდეს.
საჰაერო თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამიზნე გაანადგურა ლიბანის სამხრეთით.
აღსანიშნავია, რომ „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთში 10 ადგილას ხანძარი გაჩნდა.
კომენტარები