საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ნაკრებთან დაძაბულ ორთაბრძოლაში 12:21 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ანგარიშით 9:13 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა სამი ჯარიმა შეასრულეს, მოწინააღმდეგის გუნდმა კი 2 ლელო დადო და ერთი საჯარიმო განახორციელა.
მეორე ტაიმში კი ქართველმა მორაგბეებმა ერთი საჯარიმო შეასრულეს, მოწინააღმდეგე გუნდმა კი ერთი საჯარიმო შეასრულა და კიდევ ერთი ლელო დადო.
შემდეგ მატჩს, 13 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიის ნაკრებთან გამართავს.
კომენტარები