ნიუ-იორკში შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ლეპტოპი მოიპარეს.
გავრცელებული ცნობით, კომპიუტერის დისკზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა, კერძოდ კი ტრამპ ტაუერის ყველა სართულის დეტალური გეგმა, ჰილარი კლინტონის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების საქმესთან დაკავშირებული მასალები და პაპი ფრანცისკეს შესახენ ინფორმაცია.
ცნობილია, რომ ლეპტოპი უცნობმა პირმა საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მანქანიდან მოიპარა. შემთხვევა 16 მარტს მოხდა, თუმცა დამნაშავის კვალს სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
კომენტარები