ჩრდილოეთ კორეამ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ახალი რაკეტის ძრავა გამოსცადა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ახალი სამხედრო ინდუსტრის დაბადება. მისივე თქმით, ამ ძრავის საშუალებით ფხენიანი შესძლებს მსოფლიო კლასის თანამგზავრები გაუშვას.
მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩინეთში ჩავიდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ძირითადი მოკავშირეა. პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო და ბირთული პროგრამების შეჩერება უნდა მოსთხოვონ.
კომენტარები