გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა იოაჰიმ გაუკისგან ქვეყნის პრეზიდენტობა ოფიციალურად გადაიბარა.
შტაინმაიერი გერმანიის მე-12 პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. გაუკმა და მისმა მეუღლემ დანიელა შადტმა შტაინმაიერსა და ახალ პირველ ლედის ელკე ბიუდენბერდეს დღევანდელი დღე მიულოცეს. ცერემონია ბელვიუს სასახლეში გაიმართა.
გერმანიის ახალი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტად 12 თებერვალს აირჩიეს.
კომენტარები