აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი, მისი ინაუგურაციის შემდეგ, რეკორდულ დონეზე დაეცა,– ამის შესახებ კომპანია Gallup-ის გამოკითხვის შედეგებით გახდა ცნობილი.
დონალდ ტრამპის საქმიანობას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 37% უჭერს. გამოკითხულთა 58% პროცენტი აცხადებს, რომ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილოა. აშშ-ის პრეზიდენტის დაბალი რეიტინგის ტენდენცია მისი პრეზიდენტობის პირველ თვეებში დაიწყო.
თებერვლის ბოლოს, NBC News-ისა და Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ტრამპის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 44 % აფასებდა, ხოლო გამოკითხულთა 48 % მხარს არ უჭერდა.
ამერიკელების დაახლოებით ერთ მესამედს სჯეროდა, რომ დონალდ ტრამპი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე მოვალეობებს ვერ გაუმკლავდებოდა.
კომენტარები