16 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, თურქეთი ყოველმხრივ და დეტალურად განიხილავს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობებს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
„თურქეთი პასუხს მოითხოვს მასზე წნეხის განხორციელების მცდელობებზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ პასუხს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან მიმართებაში უხეშ მოპყრობაზე, რომლებსაც ჰოლანდიელი პოლიციელები ძალის გამოყენებით მიათრევდნენ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები