პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონი მაცერევიჩის აზრით, ტუსკმა, რომელსაც ამჟამად ევროპული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა უკავია, უღალატა პოლონეთის ინტერესებს და კატასტროფის გამოსაძიებლად აუცილებელი ზომები არ მიიღო.
თვითმფრინავმა Ту-154-მა, რომელიც რუსეთში, სმოლენსკში ჩამოვარდა, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ბორტზე მყოფი 95 ადამიანი იმსხვერპლა.
მედიის ცნობით, უკვე 7 წელია პოლონელების 75%-ს მიაჩნია, რომ ტუსკის კაბინეტმა ტრაგედია არასაკმარისად გამოიძია. მათი აზრით, ტუსკს რუსეთისთვის პირველადი გამოძიების ჩატარების უფლება არ უნდა მიეცა.
კომენტარები