სააგენტო “ანადოლუ”-ს ინფორმაციით, ინდონეზიის ბალის კუნძულზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრამ მოსახლეობაში სერიოზული პანიკა გამოიწვია. მისმა მაგნიტუდამ 6,4 შეადგინა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისქვეშა ბიძგებს ცუნამი არ გამოუწვევია.
ინდონეზია მაღალ სეისმურ ზონაში მდებარეობს. გასული წლის 7 დეკებერს სუმატრას კუნძულზე მომხდარ მიწისძვრას 104 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები