საფრანგეთის შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად მატიას ფეკლი დაინიშნა. იგი ამ დრომდე საგარეო ვაჭრობაში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა.
გუშინ შს მინისტრი ბრუნო ლე რუ კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა.
ის ეჭვმიტანილია იმაში, რომ თავისი შვილები საფრანგეთის პარლამენტში მაღალანაზღაურებად ხელფასზე სამუშაოდ მოაწყო.
კომენტარები