გუშინდელი ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავარიისას, ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ ჯიხურებში შევარდა, “ფეისბუქის” გვერდიდან საზოგადოებას მიმართავს.
“მიხარია რომ გადავრჩი და კარგად ვარ… რაც შეეხება კომენტარებს რომელსაც ვკითხულობ, რომ პოტენციური მკვლელი ვარ, რატომ არ მოვკვდი, რატომ ვარ ცოცხალი, ამდენი რამის დაზიანებას ჯობდა მომკვდარიყავი, და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები, ჩემს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერის შვილი, დედა, ან და ყოფილიყო”, – წერს ოვანოვა.
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა – ახალგაზრდა გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.