“სკანდალური აღიარება,” – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია მოძრაობა “სირცხვილიას” გადაწყვეტილებას “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” რეგისტრირების შესახებ.
ოდიშარია აცხადებს, რომ “სირცხვილიამ”, უბრალოდ, კანონი კარგად წაიკითხა და მიხვდა, რომ მასში არც ანტიკონსტიტუციური და არც მათი საქმიანობისთვის ხელისშემშლელი არაფერი არ არის.
“ეს არის მორიგი სკანდალური აღიარება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია “სირცხვილიას” მხრიდან, რომელიც, მოგეხსენებათ, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია და ის იყო ავანგარდში იმ ძალების, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არყევდნენ ქვეყანას იმ მიზეზით, რომ თითქოს, ეს კანონი გახლდათ რუსული და ის იყო დამაზიანებელი ამ ორგანიზაციების საქმიანობისათვის. სინამდვილეში, ყველაფერი თავის ადგილას დადგა – როგორც ჩანს, “სირცხვილიას” შერცხვა და წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერი არ არის ისეთი, რაც მათ მომავალ საქმიანობას, თუნდაც მავნებლურს შეზღუდავდა და, შესაბამისად, მოუწია დარეგისტრირება ისევე, როგორც მოუწევს დარეგისტრირება და კანონის წაკითხვა ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, ე.წ. ენჯეოებს, გაქსუებულ, ფლიდ და მძარცველ ენჯეოებს,” – აცხადებს ბექა ოდიშარია.