როდესაც არის უპრეცედენტო საინფორმაციო შეტევა ადამიანების ცნობიერებაზე, როდესაც არის მცდელობა, რომ ჩამოშალონ და დაარღვიონ ის ღირებულებითი სისტემა, რომელიც ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედი გახლდათ ყოველთვის, უფრო მეტიც, ევროპულმა საზოგადოებამ, ამ საპარლამენტო არჩევნებში დაადასტურა, რომ მათთვისაც ეს საკითხი დღეს არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არასოდეს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.
მან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზეც ისაუბრა.
„ახლა, როდესაც არის უპრეცედენტო საინფორმაციო შეტევა ადამიანების ცნობიერებაზე, როდესაც არის მცდელობა, რომ ჩამოშალონ და დაარღვიონ ის ღირებულებითი სისტემა, რომელიც ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედი გახლდათ ყოველთვის, მეტიც, ევროპულმა საზოგადოებამ, ამ საპარლამენტო არჩევნებში დაადასტურა, რომ მათთვისაც ეს საკითხი დღეს არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არასოდეს და ევროპარლამენტის არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა. მაგრამ, ერთადერთი ვინც ამის წინააღმდეგაა, არის რადიკალური ოპოზიცია და მათი ფსევდო ლიბერალი პატრონები, რომლებიც ამ დავალებებს აძლევენ. შესაბამისად, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ნების, ფასეულობებისა და ღირებულებების მიღმა“, – განაცხადა თალაკვაძემ.