საზოგადოებამ დაინახა კიდევ ერთხელ, თუ რეალურად რას წარმოადგენს რადიკალური ფრთა, ის ადამიანები, რომლებიც ზიზღის და სიძულვილის ენით საუბრობენ, – ამგვარად შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარტიის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი.
„რომელთა ამ გამოხატულებამ და დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იმ უდიდეს ტრაგედიამდე, რასაც ჩვენი გუნდის წევრის გარდაცვალება ჰქვია. ამ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, რაც კი მათ შეუძლიათ, საზოგადოებას შესთავაზონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტის სიტყვიერი მუქარისა და შეურაცხყოფის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.