ჩვენ არასდროს გვსმენია არცერთი მათგანის მხრიდან ან რომელიმე გერმანული ოფიციალური სტრუქტურის მხრიდან, რომ ისინი ემიჯნებიან მიხაილ როტის განცხადებას, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთან შეხვედრაზე მათ თქვეს რომ ეს არ არის გერმანიის ოფიციალური პოზიცია, რაც მიხაელ როტმა თქვა, თუმცა ეს ითქვა ჩემთან შეხვედრაზე, მაგრამ სახალხოდ ეს არ თქმულა, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტის შეფასებისას.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთგვარ განაწყენებაზე, მხედველობაში მივიღოთ ისიც, რომ არსებობს დიპლომატიური პროტოკოლიც და რა დონეზეც არის შეხვედრები ქართული დელეგაციისთვის, იგივე დონეზე გვაქვს ჩვენ შეხვედრები უცხოური დელეგაციისთვის საქართველოში, მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსი იყო – ეს არის განცხადებები, რომელიც სწორედ იმ კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა საქართველოში ვიზიტისას, რომელ კომიტეტსაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ
შეგახსენებთ, რა განცხადებები კეთდებოდა, რომ ქართული მართლმადიდებლობა არის სიბნელე და რომ ქართულ მართლმადიდებლობას და ევროკავშირს ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს, მეორე განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ თურმე არის ქართული კოშმარი და ა,.შ. ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე ასეთი განცხადებების შემდეგ დავსხდეთ და გავაგრძელოთ საუბარი, რომ ვითომ არაფერი ყოფილა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს გამოეხმაურა. იგი წერს: „სტუმარი რომ სახლში შემოგივა და არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“.