პროკურატურამ „ფრანსინფოს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ხუთშაბათს, 12 სექტემბერს, პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ ორ ქალს ცილისწამებისთვის განაჩენი გამოუტანა. მათ ინტერნეტით გაავრცელეს შეერთებულ შტატებში აგორებული ყალბი ამბავი, რომლის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი ქალია.
მათ დაეკისრათ პირობითი ჯარიმა 500 ევროს ოდენობით, ასვე 8000 ევროს გადახდა – საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლისთვის მიყენებული ზიანისთვის და 5000 ევროს გადახდა – მისი ცოლისძმისთვის, ჟან-მიშელ ტრონიესთვის. ეს უკანასკნელი, ბრიჯიტ მაკრონთან ერთად, შარშან ივნისში გამართული სამოქალაქო პროცესის მხარეს წარმოადგენდა. თავად ბრიჯიტი არც შარშან და არც წელს, 12 სექტემბერს ჩატარებულ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
2021 წელს გავრცელებული თეორია
ეს სკანდალური ისტორია ეფუძნება თეორიას, რომელიც, 2017 წელს ემანუელ მაკრონის არჩევის შემდეგ, რეგულარულად ჩნდება სოციალურ მედიაში. ამ თეორიის მიხედვით, ბრიჯიტ მაკრონი დაბადებით ტრონიეს გვარის მატარებელი არ ყოფილა და ეს გვარი მისმა ძმამ, ჟან-მიშელმა სქესის შეცვლის შემდეგ მიიღო.
2021 წელს, „მედიუმმა“ ამანდინ როიმ, YouTube არხზე, ოთხ საათზე მეტი ხანგრძლივობის „ინტერვიუ“ ჩაწერა „დამოუკიდებელ თვითნასწავლ ჟურნალისტ“ ნატაშა რეისთან, რომელშიც მან „ტყუილის“, „თაღლითობის“ და „სახელმწიფო სიცრუის“ გამოაშკარავების შესახებ ისაუბრა.