მიხაელ როთთან შეხვედრაზე საუბარი არ არის. რა შეხვედრაზეა საუბარი, როდესაც ოფიციალური მაღალი თანამდებობის პირი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას, ქართულ ეკლესიას, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც უმრავლესობამ აირჩია? – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მიხაელ როთი რაც მეტად იაქტიურებს, მით მეტად დაეცემა ოპოზიციის რეიტინგი და გაიზრდება მმართველი გუნდის რეიტინგი.
„როთი რაც მეტად ჩამოვა საქართველოში და შეახსენებს თავს ქართველ ხალხს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი. ქართული იდენტობა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე და ტრადიციებზე, ისევე როგორც ევროპული კულტურა და ევროპული ღირებულება დაფუძნებულია ქრისტიანულ კულტურაზე. ამით ვართ ქართველები თანხვედრაში ევროპულ კულტურასთან და ღირებულებებთან, გვაქვს ერთიანი ქრისტიანული კულტურა. მიხაელ როთი კი სხვა სამყაროს წევრია, შესაბამისად, ვერც როთი და ვერც მისი მიმდევრები ვერასოდეს მიაყენებენ შეურაცხყოფას ქართულ ეკლესიას. ოპოზიცია ეთანხმება მიხაელ როთის, რომელიც ლგბტ დროშით ხელშია და ჩვენ ვამბობთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვართ ეროვნული დროშით ხელში. ხომ ვამბობდით, რომ ოპოზიცია მიხაელ როთთან ერთად იქნებოდა ლგბტ დროშით და ჩვენ – ეროვნული დროშით. ასეც მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. მიხაელ როთი რაც მეტად იაქტიურებს, მით მეტად დაეცემა ოპოზიციის რეიტინგი და გაიზრდება ჩვენი რეიტინგი. მიხაელ როთი არის სიმბოლო ოპოზიციის, რომელიც ლგბტ დროშით საქართველოს ოპოზიციას სათავეში უდგას. მიხაელ როთი შეურაცხყოფას ვერავის მიაყენებს, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს, სულელს იტყვის თუ რას იტყვის, ამაზე ჩვენ რეაქცია დიდად არ გვექნება. ეს არის ოფიციალურად გათხოვილი კაცი, რომელიც ლგბტ დროშით ოპოზიციას სათავეში უდგას. რადიკალური ოპოზიცია მხარს უჭერს საქართველოს გაელგებეტებას ლგბტ დროშით და ჩვენ ეროვნული დროშით ტრადიციების დაცვა გვინდა. ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.