ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მას არ აინტერესებს არც ქართული კანონმდებლობა, არც კონსტიტუცია. იგი უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინა და თავზე და კონსტიტუციაზე აქვს ხელი აღებული, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდულია გერმანიაში ასეთი ტიპის პროპაგანდა-აგიტაცია წინასაარჩევნოდ. ის მიჩვეულია და უკვე მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა საქართველოში არღვევს, თუ მსოფლიოს რომელიმე წერტილში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, ამჯერად შესაძლოა გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია.
კომენტარები