რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად ხარკოვის დასახლებული რაიონი გახდა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 წლის ბავშვი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა მართვადი ავიაბომბები გამოიყენეს – ერთი 5-სართულიან სახლს დაეცა, მეორე კი ტყესთან ჩამოვარდა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
კომენტარები