ისრაელის მიერ ღამე ბეირუთზე განხორციელებულ ავიაიერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ლიბანური მხარის ინფორმაციით, ისრაელელების სამიზნე ქალაქის ცენტრში, ლიბანის პარლამენტის მახლობლად მდებარე შენობა გახდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) შეტევა მიიტანეს „ჰეზბოლას“ ბაზაზე ბეირუთის სამხრეთით. IDF-ში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმები გაგრძელდება.
მიმდინარე კვირას ისრაელმა ლიბანის სამხრეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. IDF-ის ინფორმაციით, მას 8 ისრაელელი სამხედრო ემსხვერპლა.
კომენტარები