თუ ეს მოხდა, პარლამენტშივე გაერთიანდებიან უმრავლესობად და მოგვევლინება ,,ნაციონალური მოძრაობა-2″ ოღონდ გავეშებული, გაცოფებული და რევანშისტულად განწყობილი, – პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.
“ხალხნო და ჯამაათნო, რა ჩემი შეხსენება გინდათ, დარწმუნებული ვარ უჩემოდაც იცით, მაგრამ ,,გამეორება ცოდნის დედა არისო”.
სხვადასხვა ნიღბებით სიფათდამშვენებულ – შენიღბული, ,,იუნგერ ზონდერ ცაიტუნგებათ” დაყოფილი, ახალ პარტიებსა და პოლიტდაჯგუფებებში შემძვრალი ,,ნანაციონალური” ვირთხები რევანშისთვის ემზადებიან! ბიბლია გვასწავლის – ,,სატანა ნებისმიერი სახით მოგვევლინება! გარდა ჯვრისა. სატანას ჟვრის ეშინია”! დროა გავარჩიოთ სატანა ანგელოზისგან!
ღმერთმა ნუ ქნას, ამ ახალგამოჩეკილმა პარტიებმა პარლამენტში შეაღწიონ! თუ ეს მოხდა, პარლამენტშივე გაერთიანდებიან უმრავლესობად და მოგვევლინება ,,ნაციონალური მოძრაობა-2″ ოღონდ გავეშებული, გაცოფებული და რევანშისტულად განწყობილი!
აი, მაშინ მოგონილი იქნება ეჯოვის, იაგოდას და კალიგულას ხუშტურები, ,,ახალი ნაციონალები” სისხლის კალოს მოგვიწყობენ!
თქვენ ძალიანაც კარგად იცით ვინც არიან ,,რევანშისტული ძალები, ცხვრის ქურქით რომ ცდილობენ შენიღბვას”!
დაგიჩოქებთ, გევედრებით, უეჭველად მიდით 8 ოქტომბერს არჩევნებზე, ახელილი თვალებით და საღი გონებით მიდით! არ გინდათ არც ერთი პარტია? გადაშალეთ ყველა, ოღონდ თქვენ კუთვნილ ბიულეტენს მტერს ხელში ნუ ჩაუგდებთ!” – წერს თამაზ ჭეიშვილი.