თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სირიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული იერიში სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული იერიში სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი. ამასთან, ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანების სიცოცხლე და მსხვერპლი“, – განაცხადა ლევან იზორიამ აშშ-ის მიერ სირიაში, ალ-შაირათის საჰაერო ბაზაზე გამთენიისას განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.
კომენტარები