„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფიო კილაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს აფასებს.
როგორც სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილმა პრემიერმა ის მიღწევები შეაფასა, რომელიც მის და ზოგადად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის ქმედებებს უკავშირდება.
„ბატონმა ბიძინამ შეაფასა ის რეალობა, რაც დადგა საქართველოში. კერძოდ, დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხი, რომელიც ნამდვილად არის ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობაც მათ შორის. შეაფასა ასევე ის საფრთხეები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ყველანი ერთად ამ საფრთხეებს დავძლევთ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა დადგება დიდი ევროპული ოჯახის გვერდით“, – აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი დღეს გამოქვეყნდა.