თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ უჩა ძოძუაშვილის “დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
როგორც ლევან იზორიამ განმარტა, მისივე ბრძანებით უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს და იგი სამხედრო-ტექნიკური ცენტრის “დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშა.
“სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დასტურდება, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი – მისი გათავისუფლება თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანებით მოხდა. პირადადაც დავინტერესდი იმ პროცედურებით, თუ როგორ მოხდა მისი გათავისუფლება – ჩამომიყალიბდა შინაგანი რწმენა და ეს რწმენა სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილეთ და უკვე ჩემი ბრძანებით აღნიშნული პიროვნება აღდგენილი იქნება სამხედრო-ტექნიკური ცენტრის “დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.
უჩა ძოძუაშვილი “დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ დაბრუნდა.
ლევან იზორია – გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, უჩა ძოძუაშვილი ჩემი ბრძანებით აღდგენილი იქნება
2017/04/11 13:04:46
ნანახია: 1529 ჯერ