“ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების განცხადებას ეხმაურება.
„სამწუხაროდ, უკრაინა ომშია და უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, თუმცა უკრაინის ხელისუფლების განცხადება სანქციებზე რა შეფასების ღირსია? უკრაინა ომშია, ქვეყანაში ტრაგედია ტრიალებს, ათობით მილიონი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, ცეცხლი არ წყდება და თურმე ზელენსკი იმისთვის იცლის, სანქცირებულთა სია გამოაქვეყნოს. ეს არასერიოზულია. ზელენსკის ვურჩევდი, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს უპასუხოს, რის წინაშეც ეს ქვეყანა დგას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა პირებს.