ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ რადიკალების სამიზნე ოთარ კიტეიშვილი გახდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, კიტეიშვილის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი სადებიუტო გოლის შესახებ, შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება.
საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი.
„ჩვენთვის ეს უკვე, პირადად ჩემთვის, ყოველდღიური რეჟიმია მათი მხრიდან, იმიტომ, რომ ეს არის მათი საქმიანობა, მათი სახე. რეალურად ისინი რასაც წარმოადგენენ. მე იმავეს ვუსურვებ კიტეს, ვუსურვებ გამძლეობას, ვუსურვებ წარმატებას, ვუსურვებ უფრო მეტი გოლის გატანას. კიტეს ვერ დააზიანებს, მხოლოდ მათ აზიანებს, რეალურად, მათი სახე გამოჩნდება რა ადამიანები არიან. როგორ არ უხარიათ არცერთი ქართველის წარმატება“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
კომენტარები